02:27 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 13:51:01, 459 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - პანდემიის პერიოდში, 2020 წელს ქართულმა სტარტაპებმა 25 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს

პანდემიის პერიოდში, 2020 წელს ქართულმა სტარტაპებმა 25 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეკონომიკის დიგიტალიზაციას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, სტარტაპების განვითარებას.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ სპეციალური საგადასახადო რეჟიმი შემოიღო აიტი ინდუსტრიაში საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მქონე კომპანიებისთვის.

მისი თქმით, ამის შედეგად, ორი საერთაშორისო კომპანია „ეპამი" და „ექსადელი" საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და ჯამში, 2000-მდე ადგილობრივი პერსონალის დასაქმებას გეგმავენ.

ნათია თურნავას განცხადებით, მომავალში გაგრძელდება აიტი სპეციალისტების გადამზადების მასშტაბური პროგრამა  და რეგიონალური ტექნოპარკების და უნივერსიტეტების ჩართულებით ახალი ინოვაციური იდეების მხარდაჭერის პროგრამები. მისი თქმით, 2020 წელს ბათუმში, კასპსა და გურჯაანში ტექნოლოგიური პარკები გაიხსნა და ეს პროცესი გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics