|
2020-12-21 12:43:03, 742 ნახვა
პოლიტიკა
გიგი წერეთელი - შანტაჟისა და მუქარის ტონი არანაირ შეთანხმებას არ ემსახურება
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომ ოპოზიციური პარტიები შევლენ საკანონმდებლო ორგანოში. წერეთლის თქმით, კობახიძის ამ განცხადებას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები, რათა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. წერეთლის თქმით, თუ ხელისუფლება აპირებს, რომ ამ მიმართულებით გადადგას ნაბიჯები, რა თქმა უნდა, არსებობს შანსი, რომ მოლაპარაკებები შედგეს, სხვა შემთხვევაში კი, როგორც წერეთელმა აღნიშნა, ის მუქარისა და შანტაჟის ტონი, რაც ისმის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, არ ემსახურება არანაირ შეთანხმებას. „განცხადება იმის თაობაზე, რომ ოპოზიცური პარტიები შევლენ პარლამენტში და არსებობს გარკვეული რესურსები თუ სვლები ხელისუფლებაში, რა განცხადებაც ჩვენ მოვისმინეთ ბატონი კობახიძისგან, რა თქმა უნდა, თავისი სურვილით არის კარგი, მაგრამ, ამას სჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებები და ნაბიჯები. სხვა შემთხვევაში, ჯერჯერობით რასაც ვისმენთ და რაც მოგვისმენია აქამდე, ძირითადად შანტაჟისა და მუქარის ტონი, ეს არანაირად არ ემსახურება არანაირ შეთანხმებას“, - განაცხადა წერეთელმა.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)