|
2020-12-21 12:14:23, 709 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ერთპარტიული პარლამენტის მიერ ლურჯი მთავრობის დამტკიცება სიმბოლური აქტია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ერთპარტიული პარლამენტის მიერ ლურჯი მთავრობის დამტკიცება, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია საქართველოსთვის, სიმბოლური აქტია. როგორც მან აღნიშნა, მთავრობის თითოეული წევრი ერთი არაფორმალური მმართველის სამსახურშია. „საზოგადოებისთვის უკვე ფართოდ ცნობილი ფაქტია, რომ ვის დანიშნავს მინისტრად პრემიერი, რომელსაც თავად ბიძინა ივანიშვილი ნიშნავს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ეს ადამიანი არის ერთი არაფორმალური მმართველის სამსახურში. შესაბამისად, სიმბოლური აქტია ერთპარტიული პარლამენტის მიერ ზუსტად ლურჯი მთავრობის დამტკიცება, რომელსაც რეალურად არაფერი არ გაუკეთებია საქართველოსთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის, პანდემიის უმძიმესი მდგომარეობისთვის და ზოგადად, ბოლო 8 წლის განმავლობაში თითოეული ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, უფრო და უფრო ღარიბდება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. შეგახსნებთ, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობას დაამტკიცებენ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)