|
2020-12-21 11:57:17, 1128 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარეს ელექტრონული მეთოდით აირჩევს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარეს ელექტრონული მეთოდით აირჩევს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათივე განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობის წესი დღეს, 14:00 სთ-ზე გამოქვეყნდება და კენჭისყრა დაიწყება, რომელიც 25 დეკემბრის 21:00 სთ-მდე გაგრძელდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიული მმართველობის უპრეცედენტო მექანიზმის დანერგვას იწყებს. გამჭვირვალეობის, ანგარიშვალდებულების, მოქალაქეების მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობის გაძლიერების მიზნით, პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დანერგოს პარტიის თავმჯდომარის შერჩევის თანამედროვე, ელექტრონული მეთოდი, რათა ათი ათასობით ჩვენმა მოქალაქემ, თავისი მონაწილეობით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ პროცესში. პარტიის თავმჯდომარედ ორი კანდიდატია წარდგენილი - ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს. ყალბი გვერდები და ე.წ. ბოტები ვერ მიიღებენ დასტურს კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად. დღეს, 14:00 სთ-ზე გამოქვეყნდება არჩევნებში მონაწილეობის წესი და დაიწყება კენჭისყრა, რომელიც 25 დეკემბრის 21:00 სთ-მდე გაგრძელდება. ორივე ღირსეულ კანდიდატს წარმატებას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა. პარტიის თავმჯდომარედ ორი კანდიდატი, ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე არიან წარდგენილნი.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)