2020-12-20 12:34:52, 1172 ნახვა
ომი უკრაინაში
ნეთანიაჰუმ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. ნეთანიაჰუმ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა მიიღო.
„ეს არის პატარა დოზა ადამიანისთვის, თუმცა დიდი ნაბიჯი წინ ჩვენი ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ვაქცინა პრემიერ-მინისტრთან ერთად პირდაპირ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, იული ედელშტეინმაც გაიკეთა.
გამოკითხვების თანახმად, ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 2/3 აპირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას. ქვეყანაში იმედოვნებენ, რომ წლის ბოლომდე მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებში შემავალი მოსახლეობის 20% აიცრება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 372 886 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 345 589 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 074 კი გარდაიცვალა. ამჟამად ქვეყანაში ინფიცირების 24 223 აქტიური შემთხვევაა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,