|
2020-12-18 20:28:21, 639 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავას განცხადებით, სათხილამურო კურორტების ფუნქციონირება პანდემიის პირობებში შეუძლებელი იქნება
ნათია თურნავას განცხადებით, სათხილამურო კურორტების ფუნქციონირება პანდემიის პირობებში შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხდა. „მე ძალიან კარგად მესმის წერტილოვანი შეზღუდვების სიმძიმე, როგორია იმ ობიექტებისთვის, რომელიც განლაგებულია ზამთრის კურორტებზე. ვისაც სეზონური შემოსავალი აქვს, ვინც თხილამურებს აქირავებს და ა.შ მთელ მსოფლიოში ზამთრის კურორტები არის მიჩნეული დამატებითი რისკის მატარებლად. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ რომ შეზღუდვის გადაწყვეტილება არ მიგვეღო, ეს, ერთ-ორ კვირაში მაინც მოხდებოდა. ეს გახდებოდა თავშეყრის ადგილად და მეტად მძიმე გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევდა. მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ მცირე და საოჯახო სასტუმროებს. 2000-მდე სასტუმროს დავუფინანსეთ სესხის პროცენტი, ასევე 700-მდე რესტორანმა მოგვმართა და ვეხმარებით და ა.შ გვესმის, რომ ეს, არ არის საკმარისი, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, პანდემიის პირობებში სათხილამურო კურორტების ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)