|
2020-12-18 15:31:34, 753 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი - არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა
არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა, პოლიტიკური კრიზისი ხელახალი არჩევნების გარეშე ვერ განიმუხტება, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრიაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში თუკი რაიმე ცუდი გადაწყვეტილება მიღებულა, ყველაფერი ივანიშვილის სახელს უკავშირდება. „მე მიმაჩნია, რომ მთელი ოპოზიცია ვუშვებთ შეცდომას, როდესაც თამასას ივანიშვილიდან დაბლა ვწევთ კობახიძეებზე, კალაძეებზე და ასე შემდეგ. თუ რაიმე ცუდი ხდება ქვეყანაში, ან თუ ვინმე რაიმე გადაწყვეტილების მიმღებია ამ ქვეყანაში, ეს არის ივანიშვილი. უნდა გვქონდეს საუბარი მასთან ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით. არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა. ნიშნავს იმას, რომ ამის გარეშე პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება. თუ არ განიმუხტება პოლიტიკური კრიზისი, არ იქნება მშვიდობა. მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს სჭირდებათ უკეთესი მომავალი, შვილების წარმატებული კარიერა, საკუთარი უსაფრთხოების უფრო ცხადად და ნათლად დანახვა. დღეს მომავალს ვერ ხედავენ", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)