14:06 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-15 15:36:12, 909 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის ოდიოზური ფიგურები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შლიან

„ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის ოდიოზური ფიგურები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შლიან.

კობახიძე ოდიოზურ ოპოზიციონერებში მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, გიგა ბოკერიას, ვანო მერაბიშვილსა და სხვებს გულისხმობდა.

„ძალიან სწორი მიმართულებით ვითარდება პოლიტიკური პროცესები. ჩვენი ამოცანა იყო ამ რადიკალური ოპოზიციის შიგნით კორექტირების შეტანა და ძალიან გვეხმარებიან ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ოპოზიციას შლიან. ეს ოდიოზური ფიგურები როგორებიც არიან პირველ რიგში სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, შეიძლება მერაბიშვილსა და სხვებზეც შეიძლება ლაპარაკი, ისინი შლიან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“. ბოკერიამ დაანგრია საკუთარი პარტია და ცდილობს, რომ საფლავში ჩაიყოლოს სხვა პოლიტიკური პარტიები, ანალოგიურად სააკაშვილმა, გვარამიამ დაშალეს „ნაციონალური მოძრაობა“, რაც ჯანსაღი პროცესია და რის შედეგადაც ჯანსაღ ოპოზიციას მივიღებთ“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
Facebook-მა ქართული საგამოძიებო მედია პლატფორმის, Studio Monitor-ის გვერდი წაშალა
თევზეული 18.2%-ით, ხორცი 9.2%-ით, პური 8.1%-ით გაძვირდა - წლიური ინფლაცია 5.5%-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics