06:22 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-12 21:12:19, 711 ნახვა

კომენტარი
კობახიძე ოქმებში დისბალანსზე - სოფლებში ადამიანებს შესაძლოა დიპლომიც არ ჰქონდეთ, ამიტომ ცდომილების რისკი დიდია

„სოფლებში ადამიანებს შესაძლოა დიპლომიც არ ჰქონდეთ, ამიტომ ცდომილების რისკი დიდია“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ISFED-ს ერთადერთი ოქმი ებარა და ის ვერ დააბალანსა.

„როცა საუბარია საარჩევნო კომისიებზე, საუბნო კომისიებზე, აქ არის უამრავი კომისია, 50 000 ადამიანია ჩართული.

არის ქალაქებში, არის სოფლებში, არის მცირე სოფლებში, სადაც, შეიძლება, ადამიანს, ელემენტარულად, დიპლომიც არ ჰქოდნეს აღებული, ანუ, არიან სხვადასხვა გამოცდილების და კვალიფიკაციის კომისიის წევრები ჩართული საარჩევნო კომისიების მუშაობაში და იქ, ბუნებრივია, ცდომილების რისკი არის ბევრად უფრო მაღალი.

იქ იყო ცინიზმი, ხუმრობები, სერიოზული შეურაცხყოფები იმის გამო, რომ სადღაც, რომელიღაც საარჩევნო უბანზე იყო არასწორად შედგენილი ოქმები და ამაზე ააგეს კამოანია გაყალბებასთან დაკავშირებით.

ISFED-ს ერთადერთი ოქმი ებარა, ამხელა ორგანიზაციას, რომელსაც ჰყავდა დამკვირვებლები 850 უბანზე და ეს ერთადერთი ოქმი ვერ დააბალანსეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics