|
2020-12-12 14:11:58, 665 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ - თალაკვაძისა და კობახიძის განცხადებები PVT-ს „ხარვეზებისა“ და გადამოწმების აუცილებლობაზე საეჭვოდ დაემთხვა
„ნაციონალური მოძრაობა“ არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისოსაზოგადოების“ (ISFED) მიერ ხმების პარალელური დათვლის ჩასწორებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ოპოზიციური პარტია აღნიშნავს, არსებულ კითხვებს „სამართლიანი არჩევნების“ წამომადგენლებმა ღიად, საჯაროდ და სრულყოფილად უნდა გასცენ პასუხი. „1. არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებები PVT-ს „ხარვეზებისა" და გადამოწმების აუცილებლობასთან დაკავშირებით საეჭვოდ დაემთხვა, მაშინ როდესაც ამის შესახებ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წამომადგენლებს ჯერ კიდევ საჯარო განცხადება არ ჰქონდათ გაკეთებული. სანდოობის უზრუნველსაყოფად და მიუკერძოებლობის გამოსარიცხად ხმების პარალელური დათვლა, ასევე მისი აუდიტის პროცესი არის კონფიდენციალური. შესაბამისად, ასეთი ტიპის დამთხვევა აჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლებას ინფორმაციაზე უკანონო წვდომა ჰქონდა. დიდი ალბათობით ეს მოხდა უკანონო მიყურადების შედეგად, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ პროცესის სანდოობას. 2. PVT -ს მეთოდოლიგია ითვალისწინებს შემთხვევითი შერჩევის წესით განსაზღვრულ უბნებში დაწერილი ოქმების დაჯამებას. შესაბამისად, ხმების პარალელური დათვლა ვერახდენს უბანზე არსებული დარღვევების (კარუსელი, ბიულეტენების ჩაყრა, ბიულეტენში ჩანაწერების გაყალბებას) მონიტორინგს ან პრევენციას. სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მტკიცება არჩევნების მასშტაბურად გაყალბების შესახებ ეფუძნებოდა არა PVT-ს პირველად შედეგებს, არამედ მთელ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების, საარჩევნო დღისა და ხმების დათვლის პროცესის განმავლობაში უამრავი დარღვევის შესახებ მიღებულ ვიდეო, აუდიო თუ წერილობით მტკიცებულებებს, რომელთა შესახებაც ჩვენ საზოგადოებას ინფორმაციას მუდმივად ვაწვდიდით. მაგალითისთვის - 2000-ზე მეტ ოქმში დისბალანსია, არჩევნების პროპორციულ ნაწილში 3000-ზე მეტი ბიულეტენიადაკარგული, ყველა ეს ბიულეტენი პოტენციურად კარუსელის განხორციელების წინაპირობაა, აღარ ვსაუბრობთ ჩაყრის და ამომრჩეველზე ზეწოლის ვიდეო მტკიცებულებებზე. 3. ISFED-ის ჩასწორებულ განცხადებაში მკაფიოდ აღნიშნულია: „მონიტორინგის შედეგად ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, გამოიხატა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში." ამ ფარგლების დისბალანსის პირობებში, რომელიც ცხადია, რომ სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ მოხდა, იძლევა 4%-იან ცდომილებას. არსებულ კითხვებს სამართლიანი არჩევნების წამომადგენლებმა ღიად, საჯაროდ და სრულყოფილად უნდა გასცენ პასუხი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ეს უნდა მოხდეს დროულად და არა მხოლოდ წერილობითი ფორმით“, - აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)