|
2020-12-09 21:03:24, 1340 ნახვა
პოლიტიკა
„დოიჩე ველე“ - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიებამ სანდრა რულოვსი დაკითხა
ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე გამოძიება გრძელდება. როგორც „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი სამსახური იუწყება, გამოძიება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის დაკითხვას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, გამომძიებლებმა სანდრა რულოვსს ოფიციალურად უკვე მიმართეს და სთხოვეს, რომ ჩვენების მისაცემად ბერლინში ჩავიდეს, თუმცა ასევე ცნობილია, რომ მას უკვე ჰქონდა გერმანელ გამომძიებელთან სატელეფონო საუბარი. როგორც ირკვევა, სანდრა რულოვსი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და მოკლული ხანგოშვილი მასთან შეხვედრას აპირებდა. ცნობისთის, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. გერმანიის პროკურატურამ მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთი დაადანაშაულა.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)