|
2020-12-03 12:44:21, 563 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - მესმის, რომ 300 ლარს 1 000 ლარი ჯობია, მაგრამ ეს არის ის, რისი გაღებაც შეგვიძლია
მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ეს არის ის, რისი გაღებაც ჩვენ შეგვიძლია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქით, დაწესებული შეზღუდვები მალე გაუქმდება და ადამიანები კვლავ შეძლებენ დაუბრუნდნენ თავის სამუშაო ადგილებს. „300 ლარი ნამდვილად არ არის მაღალი თანხა, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ ამ რთულ ვითარებაში ერთჯერადად შეგვიძლია გავწიოთ. ასევე შეგახსენებთ, რომ ეს შეზღუდვა მალე გაუქმდება, ის არის დროში შემოფარგლული და ადამიანები კვლავ შეძლებენ დაუბრუნდნენ თავის სამუშაო ადგილებს. იმდენად მალე ითხოვს ვაჭრობის სექტორი გახსნას, რომ მე არ მაქვს რაიმე კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, აღდგება თუ არა ეს სამუშაო ადგიები. რა თქმა უნდა, აღდგება. ისინი იმას კი არ ამბობენ, რომ ვერ იმუშავებენ, ისინი ამბობენ, გაგხვსენით და ვიმუშავებთო. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები სანამ ჩვენ გვიწევს ამ შეზრუდვების განხორციელება, ისარგებლებენ ამ 300 ლარით. მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ეს არის ის, რისი გაღებაც ჩვენ შეგვიძლია“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)