18:57 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-03 11:23:52, 497 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - უკიდურესად მნიშვნელოვანია, 2021 წლის ბიუჯეტის განხილვაში ყველა პოლიტიკურმა ძალამ მიიღოს მონაწილეობა

ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაშიც ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარია მთავრობის სხდომზე განაცხადა.

გიორგი გახარია იმედოვნებს, რომ 2021 წლის ბიუჯეტის ირგვლივ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მწვავე დისკუსიები გაიმართება.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და დაავალა, ქვეყნისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობის მიღება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეც მოხდება და გვექნება მწვავე დისკუსიები ბიუჯეტის ირგვლივ“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics