|
2020-12-01 18:51:45, 689 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი - გარეჯთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს თავისი წილი ცოდვა მიუძღვით
საერთო ეროვნული ინტერესია, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია მოვახდინოთ საერთაშორისო სამართლის მიხედვით – სამართლიანად, ეს ორივე ქვეყნის ინტერსში შედის. ეს არის მთავარი მიზანი, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დაკავებულ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საკითხის პოლიტიზირებას გარკვეული ძალები ცდილობენ, მათ შორის წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც თავისი წილი ცოდვა მიუძღვით ამ საქმეში, დღეს კი ხელისუფლების მიზანია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოხდეს. „ცხადია სასამართლოს ან პროკურატურის საქმიანობაში და მათ სტრატეგიაში მე ვერ ჩავერევი, მაგრამ მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ ამ საკითხის პოლიტიზირებას. ამ პოლიტიზირებას აქვს თავისი მიზეზები: ჩემი აზრით, ერთი მიზეზი ის არის, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს თავისი წილი ცოდვა მიუძღვით ამ საქმეში. ეს ჩემი აზრია და ცხადია, აქ მათი რეაქცია უფრო თავდაცვით რეაქციას მაგონებს. მეორე-ახლა გიგი უგულავას ძმა რომ გვიმტკიცებს, რომ არ ვარგა ის რუკა, რომლითაც ჩვენ უარს არ ვიტყოდით, რაზეც თვითონ მზად იყვნენ 3 500 ჰექტარის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე, ეს თუ ვინმესთვის მისაღებია, მაშინ გამოხატონ თავიანთი თუნდაც პოლიტიკური პოზიცია, მაგრამ ის რომ ამ არსებული რუკებით, რომლებიც იყო როგორც ჩანს გადამალული, ჩვენ ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვას უკეთ შევძლებთ, ეს არის ფაქტი. მე დაველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)