12:27 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-26 18:15:17, 671 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა კატასტროფების შედეგების მართვის საერთაშორისო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

უკრაინაში, ქალაქ ლვოვში ნატოს კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრისა (EADRCC) და უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით, კატასტროფების შედეგების მართვის საერთაშორისო საველე-საშტაბო სწავლება - „უკრაინა 2015“ ჩატარდა.

ღონისძიებაში 22 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 1100-ზე მეტმა წარმოდგენილმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ ვარჯიშში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო დანაყოფის 15 წევრი. საქართველოს ჯგუფი შედგებოდა 2 ქვეჯუფისაგან: ქიმიურ, რადიოლოგიურ და ბირთვული კატასტროფების შედეგებზე რეაგირების დეკონტემინაციის ქვეჯგუფი და სიმაღლეზე სამაშველო ოპერაციების ქვეჯგუფი.

მიწვეული საპატიო სტუმრისა და დამკვირვებლის სტატუსით, სწავლებაში მონაწილეობა მიიღო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ზვიად ქაწაშვილმა.

სწავლების მიზანს წარმოადგენდა, ფარტომასშტაბიანი კატასტროფების დროს, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გამოვლენა და საერთაშორისო სამაშველო დანაყოფების მხრიდან კატასტროფების შედეგებზე კოორდინირებული რეაგირება. ასევე, ,,INSARAG’’ - ის (საერთაშორისო საძიებო-სამაშველო მრჩეველთა ჯგუფი) ამოცანების შესრულება და ქვეყნებს შორის სამაშველო ოპერაციების გამოცდილების გაზიარება.

ნატოსა და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს სამაშველო ჯგუფის მიერ მაღალ დონეზე შესრულებული სამაშველო ოპერაციები და მადლობა გადაუხადეს სააგენტოს ხელმძღვანელობას ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობისათვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ზელენსკი: ეს არის სრულიად სამართლიანი პასუხი ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე თავდასხმებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics