|
2020-11-25 13:58:23, 1680 ნახვა
ომი უკრაინაში
საფრანგეთი კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს, შვედეთი ამკაცრებს - რა ვითარებაა ევროპაში
ევროპის რიგ ქვეყნებში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდი იწყება. აღნიშულ ქვეყნებს შორისაა საფრანგეთი. ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოქალაქეების ძალისხმევით, მოხერხდა ვირუსის გავრცელების შენელება. ქვეყანაში 28 ნოემბრიდან მაღაზიების გახსნა იგეგმება. 15 დეკემბრიდან გაუქმდება ქვეყანაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, თუმცა საღამოს 9 საათიდან დილის 7 საათამდე იმოქმედებს კომენდატის საათი. „დღეს მე მოგმართავთ თქვენ, რათა გითხრათ, რომ ჩვენ არ უნდა დავიშუროთ შემდგომი ძალისხმევა. რა არის ჩვენი მიზანი? სიცოცხლის გადარჩენა, პანდემიის კონტროლი, თუმცა ამავდროულად ზრუნვა მოქალაქეებზე არანაკლები მეთოდებით, როგორიცაა თვითიზოლაცია და უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენ გამოვაცხადებთ მხარდაჭერას მოსახლეობისთვის ეკონომიკური კუთხით - განათლება, კულტურა, სპორტი, ხელოვნება, გავაგრძელებთ ცხოვრებას ფრანგულად“, - განაცხადა მაკრონმა. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე ბრიტანეთშიც ალაპარაკდნენ. 15 დეკემბრიდან ქვეყანაში ტესტირების ახალი სისტემა დაიწყებს მოქმედებას. ამასთანავე, სავალდებულო თვითიზოლაციის დრო 15 დღიდან 5 დღემდე შემცირდება, იმ შემთხვეავში თუ კორონავირუსზე გაკეთებული ტესტი უარყოფითი იქნება. იტალიაში კი, კორონავირუსის მეორე ტალღის მორიგი ანტირეკორდი ფიქსირდება - ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19-ს 853 პირი ემსხვერპლა. ქვეყნის ხელისუფლება ამზადებს სამოქმედო გეგმას საშობაო პერიოდისთვის, რათა დღესასწაულის შემდეგ ქვეყანაში კოვიდ19-ის მესამე ტალღა არ დადგეს. თუმცა შვედეთში, სადაც კორონავირუსის მზარდი დინამიკაა, ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობენ. სამშაბათიდან დაუშვებელი იქნება 8 მოქალაქეზე მეტის თავშეყრა, დაკრძალვებზე დაშვებული იქნება მხოლოდ 20 ადამიანი. კორონავირუსის მზარდი დინამიკა, ბოლო პერიოდში, შვედეთის ყველა რეგიონში ფიქსირდება.
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)