|
2020-11-25 12:21:52, 633 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ხელისუფლებამ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად შემხვედრი წინადადებები უნდა მოიტანოს
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციას კომპრომისისთვის ძალიან ვიწრო სივრცე აქვს. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა მოიტანოს შემხვედრი წინადადებები, რათა მოხდეს პოლიტიკური კრიზის განმუხტვა. „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მაინც ელოდებოდნენ იმას, რომ „ქართული ოცნება“ მოიტანდა რაღაც შემხვედრ წინადადებებს. თუ „ქართული ოცნება“ ფიქრობს იმას, რომ ერთპარტიული და არალეგიტიმური პარლამენტი იქნება ის, რაც აირჩია საქართველოს მოსახლეობამ, ძალიან ცდება. ჩვენ ველოდებით „ქართულ ოცნებას“, რომლის პასუხისმგებლობა არის ის, რომ რაც შეიძლება მალე მოიტანონ ის შემხვედრი წინადადებები, რომელიც აუცილებელია პოლიტიკური კრიზისის განმუხტისთვის. ჩვენ კომპრომისისთვის ძალიან ვიწრო სივრცე გვაქვს, ჩვენს უკან არიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ამომრჩეველი, ვისაც წაართვეს არჩევანი 31 ოქტომბერს. შესაბამისად, ჩვენი კომპრომისი იყო ზუსტად ის, რომ ჩვენ ველოდებით მათ წინადადებებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. შეგახსნებთ, რომ ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა.
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)