|
2020-11-24 15:20:54, 603 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - მთავრობამ არ იცის როგორ მართოს პანდემია და ცდილობს, ისრები ოპოზიციაზე გადმოიტანოს
ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ასეთი რაოდენობის ინფიცირებულებისთვის პრაქტიკულად მოუმზადებელი აღმოჩნდა და ახლა ცდილობენ, ისრები ოპოზიციაზე გადაიტანონ, - ასე გამოეხმაურა ენმ-ს ლიდერი ზაალ უდუმაშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებას, რომ საქართველოში ინფიცირებულთა ზრდა ოპოზიციური პარტიების მიერ გამართულმა აქციებმა გამოიწვია. მისივე თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენიმად უპასუხისმგებლოაა საქართველოს ხელისუფლება. „ჩვენ რომ უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მთელი ზაფხული თავის მოწონების მეტს არაფერს აკეთებდნენ, თუ როგორ მაგრად გაუმკლავდნენ კორონავირუსის პირველ ტალღას. ამის შემდეგ მივიღეთ ის,რაც მივიღეთ. პრაქტიკულად, მოუმზადებელი აღმოჩნდა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ასეთი რაოდენობის ინფიცირებულებისთვის და ახლა ცდილობენ, რომ ისრები გადაიტანონ ოპოზიციაზე. სულ ტყუილად, რადგან ეს აქციები ჯერ ერთი, იმართებოდა ღია სივრცეებში და მეორე, რაც არ უნდა ისაუბრონ ოპოზიციის ბრალეულობაზე, არავის არ სჯერა ამის იმიტომ, რომ მენეჯმენტი არ აქვთ დალაგებული და არ იციან, როგორ მართონ ეს პანდემია. იმიტომ, მივიღეთ ასეთი მძიმე შედეგი“, – განაცხადა უდუმაშვილმა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)