16:15 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-23 18:02:51, 501 ნახვა

კომენტარი
ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი - ყველანაირად უნდა შევზღუდოთ ხალხმრავალი თავყრილობები

არანაირ პოლიტიკურ აზრს არ ვდებ ამაში, მაგრამ ყველანაირად უნდა შევზღუდოთ ხალხმრავალი თავყრილობები, ეს აუცილებელია, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ განაცხადა.

როგორც გადელიამ აღნიშნა, ხალხმრავალი თავყრილობების შეზღუდვა გააადვილებს ვირუსის დაძლევას.

„არანაირ პოლიტიკურ აზრს არ ვდებ ამაში, მაგრამ ყველანაირად უნდა შევზღუდოთ ხალხმრავალი თავყრილობები, ეს აუცილებელია. ეს გააადვილებს ამ ვირუსის დაძლევას, რომელსაც მაღალი ლეტალობა აღმოაჩნდა მსოფლიოში. ჩვენთან ლეტალობის მაჩვენებელი ერთ პროცენტზე ნაკლებია და ერთ-ერთი წარმატებული ვართ სიკვდილობის მაჩვენებლით. ჩვენ ვითარებას ვმართავთ ჯერჯერობით, თუმცა თუ არ იქნება ყველა ადამიანის სოციალური პასუხისმგებლობა. ყველას ვთხოვ, დაიცვან ის რეგულაციები, რაც დასაცავია და ეს არის ყველაზე დიდი დაცვა თქვენიც, თქვენი ახლობლების და ოჯახის წევრებისაც", - განაცხადა დავით გადელიამ.

მისი თქმით,  პანდემიის მართვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროების ჩართულობას.

„განვიხილეთ ტრიაჟის საკითხი, თუ როგორ მოხდეს ავადმყოფების ეფექტური გადანაწილება. ნელ-ნელა ლაგდება სიტუაცია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროების ჩართულობას. ჩვენ ერთი კვირაა ძალიან კარგად ვიყენებთ სასტუმროებს. თუ არ არის ჟანგბადის ძალიან დიდი რაოდენობით მომხმარებელი, ავადმყოფის მკურნალობა უმჯობესია სასტუმროში მოხდეს.  პირადად მე მკურნალობისთვის სასტუმრო მირჩევნია, რადგან უფრო კომფორტულიცაა და მოვლაც ჩვენივე კლინიკის მეთვალყურეობით ხდება.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე პროფილაქტიკა. პროფილაქტიკური მედიცინის გარეშე ეს რაოდენობა ყოველდღიურად გაიზრდება. სახლშიც კი უნდა მოერიდოთ ერთმანეთს, იმიტომ, რომ ავადმყოფობის ყველაზე ხშირი გადადებები ეს არის სახლში. უნდა შევზღუდოთ მეგობრებთან სტუმრობა მინიმუმ ერთი თვე", - განაცხადა დავით გადელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დავით მიქაძეს 10 წლით, ჩუბინიძეს 9 წლით, მაისურაძეს კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics