04:57 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-20 14:36:05, 698 ნახვა

სამართალი
ივერი მელაშვილის ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვაზე უარი განაცხადა

„კარტოგრაფების საქმეზე“ დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვაზე უარი განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მთელი სახელმწიფო აპარატი დაცვის მხარი წინააღმდეგ მუშაობს.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ზვიად შარაძემ, უარი გვითხრა ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვაზე, არგუმენტით:

მინისტრის სახელზე გაგზავნილი წერილი, რომელსაც თან ახლავს სამინისტროში ჩაბარების დადასტურება და სადაც ვითხოვდით მის გამოკითხვას, რეალურად გადაეცა თუ არა მინისტრს, არ დასტურდება და მისგან უარის ფაქტს გამოკითხვაზე ვერ ვადგენო.

ანუ კანცელარია მინისტრსს ტყუილად ყავს.

ეს არ არის ერთეული შემთხვევა. მთელი სახელმწიფო აპარატი დაცვის მხარი წინააღმდეგ მუშაობს. გვიგვიანებენ პასუხებს წერილებზე, არ გვიშვებენ მასალებთან სათანადოდ და ა.შ.

ეს ყველაფერი აღირიცხება და საკუთარ გზას ნახავს აუცილებლად“, - წერს მარიკაშვილი.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics