|
2020-11-20 12:42:07, 370 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე: მინდა ამომრჩევლებს ხვალ განსაკუთრებული აქტიურობისკენ მოვუწოდო, რათა ერთად ვაჩვენოთ რამდენად ღირებულია თითოეული მოქალაქის თითოეული ხმა
დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობდა. სხდომის დაწყებამდე გაკეთდა განცხადება 21 ნოემბრის მეორე ტურთან დაკავშირებით. თორნიკე რიჟვაძემ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა პირველ ტურში აქტიურობისთვის და არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა. ,,ხვალ საქართველოს 17 საარჩევნო ოლქში, ასევე აჭარაშიც ტარდება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურები, ასევე უმაღლესი საბჭოს მეორე ტურები. მინდა ამომრჩეველს მადლობა გადავუხადო იმ აქტიურობისთვის, რომელიც გამოავლინეს პირველ ტურში და ამავე დროს მოვუწოდო ხვალ განსაკუთრებული და უპრეცედენტო აქტიურობისკენ. ყველამ ერთად ვაჩვენოთ, თუ რაოდენ ღირებულია თითოეული მოქალაქის, თითოეული ამომრჩევლის ხმა. ამომრჩევლების გარკვეულმა ნაწილმა რიგ ოპოზიციურ პარტიებს მიანიჭა შესაბამისი მანდატი, რომ ისინი წარმოდგენილი იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში. მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა როგორც პოლიტიკურ, ასევე განსაკუთრებით საპარლამენტო ცხოვრებაში და მნიშვნელოვანია, თუ ისინი პატივს სცემენ მათ ამომრჩეველს", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბუნებრივი ბარიერი გადალახა ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა. „ქართულმა ოცნებამ დემოკრატიული საქართველო" უპირატესობით და ეს უმრავლესობა კიდევ უფრო გამყარდება ხვალ, მეორე ტურის შემდეგ. ,,ჩვენ გვაქვს უკვე საკმარისი მანდატები, და როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოს, ასევე აჭარის მთავრობის ფუნქციონირებას არანაირი სამართლებრივი რისკები არ შეექმნება. ჩვენ გავაგრძელებთ ფუნქციონირებას, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტი, ნაცმოძრაობა მაქვს მხედველობაში და რა თქმა უნდა ღრმად სულერთია მათი გადაწყვეტილება უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)