|
2020-11-19 15:11:39, 444 ნახვა
პოლიტიკა
შსს-ს პირველმა მოადგილემ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან ონლაინ შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ, ვიდეოკონფერენციის ფორმატით, შეხვედრა გამართა ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ჯონ მანზასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და ნატოსთან თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობას. კახაბერ საბანაძემ ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან (MARCOM) არსებულ წარმატებულ თანამშრომლობასა და შავი ზღვის რეგიონში საზღვაო სურათის აღქმის გაუმჯობესების მიმართულებით საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) როლზე ისაუბრა. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების პროცესის მიმდინარეობის კუთხით მიღწეულ პროგრესს. შეხვედრის დასასრულს, კახაბერ საბანაძემ ჯონ მანზას მადლობა გადაუხადა ალიანსის მიერ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)