|
2020-11-18 17:37:03, 586 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - როდესაც მთავრობას არ აქვს ნდობის მანდატი, ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია
„როდესაც მთავრობას არ აქვს ნდობის მანდატი, როცა არჩევნების სანდობაა კითხვის ნიშნის ქვეშაა, არის ერთი გამოსავალი, ახალი არჩევნების ჩატარება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს ეთანხმება როგორ აშშ-ს საელჩო, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტი და ყველა ჩვენი პარტნიორი. „ჩვენი პოზიციის იმ ნაწილში, რომელიც ეხება არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს, არანაირი განსაკუთრებული ძალისხმევა არ დაგვჭირდა, რომ დაგვერწმუნებინა. დარღვევებს ეთანხმება როგორ აშშ-ს საელჩო, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტი და ყველა ჩვენი პარტნიორი. ქართული პოლიტიკური სპექტრისა და ქართველი მოსახლეობის გადასაწყვეტია, რამდენად მისაღებია გაყალბების გზით არჩეულ პარლამენტში მონაწილეობა. ჩვენი ამოცანა არაა ქუჩაში გასვლა და დესტაბილიზება, მაგრამ იმ ხარისხის დარღვევებმა, რომელიც არჩევნებზე დაფიქსირდა, შეუძლებელი გახადა ეს ყველაფერი ახალი არჩევნების გარეშე. ამიტომ გამოსავალი არის ერთი ნებისმიერ დემოკრატიაში როდესაც მთავრობას არ აქვს ნდობის მანდატი, როცა არჩევნების სანდობაა კითხვის ნიშნის ქვეშაა, არის ერთი გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა ბაქრაძემ.
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)