|
2020-11-18 12:08:51, 688 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელიას განცხადებით, ხელახალ არჩევნებამდე საარჩევნო კამპანიაში ჩართვა „ბროლის ოცნებაა“
„ნაციონალური მოძროაბის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, ხელახალ არჩევნებამდე საარჩევნო კამპანიაში ჩართვა „ბროლის ოცნებაა“. მანვე აღნიშნა, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ თვალი თვალსა არ გაუსწორდება და ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება. „დღევანდელი აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ თვალსაზრისით, რომ უდიდესი ნაწილი საერთაშორისო მედიისა იმყოფება თბილისში და ეს აადვილებს ცხოვრებას ამ აქციებისა, რადგან საერთაშორისო დონეზე შენი ხმა უფრო მკაფიოდ ისმის. აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ თვალი თვალსა არ გაუსწორდება და ერთიო თვალი არის საზოგადოება ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები და მეორე თვალი არის რეჟიმის და რეჟიმს მოუწევს თვალის გასწორება რეალობისთვის. როცა გაუსწორებს თვალს, ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები იქნება, ამის შემდეგ ყველა ის ადამიანი და პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია, სხვა საქმით დავკავდებით, ჩვენ ერთმანეთს შევეჯიბრებით და ვიასპარეზებთ საარჩევნო კამპანიაში. ეს ყველაფერი ახლა არის ბროლის ოცნებად ქცეული, რადგან ოლიგარქმა გვითხრა, რომ არჩევნებს არ ჩავატარებთ“, - განაცხადა მელიამ.
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)