|
2020-11-17 16:51:34, 547 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა - მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის ნათელი გზავნილია
„საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისა და პარტნიორობის ძალიან მნიშვნელოვანი და ნათელი გზავნილია" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. მინისტრის თქმით, აშშ-სთან თანამშრომლობა დღეს, როგორც არასდროს, ყველა მიმართულებით აღმავალ ეტაპზეა. „განსაკუთრებით მინდა შევეხო ჩვენს თანამშრომლობას ეკონომიკური მიმართულებით. ამ მხრივ, ძალიან ბევრი რამ კეთდება და ამ პროცესში ორმხრივად ბევრი სამუშაო იქნა გაწეული. ჩვენ დავასრულეთ მიზანშეწონილობის კვლევა, რომელმაც აჩვენა, თუ რაოდენ მიმზიდველი და მომგებიანი იქნება თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სა და საქართველოს შორის", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-სთან პრეფერენციული სისტემით ვაჭრობას და მისი შენარჩუნების მნიშვნელობას. მისივე თქმით, გატარდა მნიშნელოვანი რეფორმები შრომით კანონმდებლობაში, რაც დადებითად შეფასდა და აღიარებული იქნა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. „ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წლიდან წლამდე, პანდემიის მიუხედავადაც, საქართველოში ამერიკული ინვესტიციები იზრდება. ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით ამერიკელ ინვესტორებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს ამერიკელი ინვესტორების მიერ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)