2020-11-16 15:47:39, 724 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - დღის ბოლოს 800-დან 1 000-მდე საწოლამდე იქნება თავისუფალი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე თავისუფალია 227 საწოლი.
მისი თქმით, დღის ბოლოს მოხდება პაციენტების გაწერა, რის შედეგადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის 800-დან 1 000-მდე თავისუფალი საწოლი იქნება.
„ასევე საყურადღებოა ის, რომ დღევანდელი საწოლფონდი არის 5 868, დღესდღეობით წევს 5 319 პაციენტი, ტრიაჟში იმყოფება 257 პაციენტი, ხოლო თავისუფალი ადგილების რაოდნეობა არის 227. დღეს დღის ბოლომდე ჩვენ კიდევ ვამატებთ საწოლფონდს და იქნება 5952. იცით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში 100-დან 200-მდე საწოლის მობილიზება ხდება კოვიდის მიზნებისთვის. ველოდებით, რომ დღის ბოლომდე გაწერებთან ერთად დაახლოებით 800-დან 1 000-მდე საწოლამდე იქნება პაციენტებისთვის მზად“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან