|
2020-11-14 13:01:03, 630 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - გვაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო შეხვედრაზე ხელისუფლებასთან საპარლამენტო არჩევნების თარიღზე შევთანხმდებით
„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დიპლომატების მოწოდებით მესამე რაუნდი გაიმართება. მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს მოლოდინი, რომ შემდეგ შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნების თარიღზე შეთანხმდებიან. „ჩვენ ძალიან კონკრეტულად შევჯერდით, რომ აუცლებლად იქნება შეხვედრის შემდეგი რაუნდიც, სადაც კონკრეტულად ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე. ჩვენ ყოველშემთხვევაში ოპოზიციას, ესეთი მოლოდინი გვაქვს, რომ ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე, იმიტომ რომ ვთქვით, რომ ამის გარეშე სხვა საკითხების განხილვას აზრი არ აქვს, სადაც იყო საუბარი საარჩევნო რეფორმაზე, მაგრამ მთავარია შევთანხმდეთ საპარლამენტო არჩევნების თარიღზე და ამაზე ოპოზიცია იყო ერთი აზრის. შევთანხმდით, რომ იქნება მესამე რაუნდი, მათ შორის ჩვენი დიპლომატების მოწოდებით არ დავხურეთ ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)