04:21 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-10 10:08:32, 753 ნახვა

ომი უკრაინაში
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ერთ-ერთი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გარდაიცვალა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის ერთ-ერთი #59-ე საოლქო საარჩევნო კომოსიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილია.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

"24 საათის განმავლობაში, გარდაიცვალა ორი პაციენტი, 65 და 85 წლის მამაკაცები.  პაციენტებს კორონავირუსთან ერთად თანმდევი დაავადებები ქონდათ. მათი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა მძიმედ. 65 წლის მამაკაცი 59-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. მას ვირუსთან ერთად აღენიშნებოდა ორმხრივი  პნევმონია, მართვით თანმხლები  დაავადებებიდან, ქრ. Bჰეპატიტი , არტერიული  ჰიპერტენზია, გულის  ქრ.უკმარისობა, შაქრიანი  დიაბეტის მე-2 ტიპი. მდგომარეობა  უკიდურესად  მძიმე . მოზრდილთა  რესპირატორული  დისტრეს  სინდრომი , არასტაბილური  ჰემოდინამიკის  გამო  იმყოფებოდა  ინოტროპულ_ვაზოპრესულ მხარდაჭერაზე  ,  სეპტიცემია  სტაფილოკოკებით  გამოწვეული  აღენიშნებოდა  ჰექტიური  ცხელება, არასტაბილური  წნევა  და ოქსიგენაცია .

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე , დაავადების მძიმე  მიმდინარეიბის გამო,სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განაცხადა მაღლაფერიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics