|
2020-11-06 11:48:12, 696 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე კობახიძის სუს-ში დაბარებაზე - მელამ თავისი კუდი მოიყვანა მოწმედ
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ირაკლი კობახიძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებას ეხმაურება. კაპანაძის თქმით, ივანიშვილი ძალიან შეშფოთებულია ხალხის პროტესტით და ამის გამო მოიგონა ერთი მხრივ ხალხისთვის შემაშინებელი ინსტრუმენტი, რომ პანდემიაა და გარეთ გასვლა აქციაზე საშიშია, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციას ემუქრება დაფინანსების შეწყვეტით. კაპანაძემ აღნიშნა, რომ კიდევ ერთი დამატებითი ინსტრუმენტია, თითქოს ოპოზიცია აპირებდა გადატრიალებას და ამის გამო კაბიხიძე სუს-ში მივიდა და რაღაც ინფორმაცია მიაწოდა მათ. კაპანაძის თმით, ამ შემაშინებელი ინსტრუმენტებით ოპოზიცია არ იტყვის უარს თავის სტრატეგიაზე და ბოლომდე დაიცავს თითოეული ამომრჩევლის ხმა, რომელიც კარგად გამოჩნდება 8 ნოემბერს და შემდგომ დღეებში. „ივანშვილი ეხლა არის ძალიან შეშფოთებული, რადგან იცის, რომ იმის გამო, რომ ხალხს მოპარა არჩევანი, ხალხი აპირებს გარეთ გამოსვლას და აპირებს გაპროტესტებას და ეს იქნება ხანგრძლივი და ხალხმრავალი პროტესტი და ეხლა ცდილობს სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომ ერთი მხრივ ოპოზიცია შეაშინოს, სრულიად წარუმატებელი იქნება ეს მცდელობა, მაგრამ ამას აპირებს და მეორემხირვ, რომ ხალხი შეაშინოს. ხალხს აშინებს იმით, რომ პანდემია არის და გარეთ არ გამოხვიდეთ, რაღაც შეზღუდვების შემოღებას აპირებს ამის გამო, ხოლო ოპოზიციას ერთიხმრივ ევაჭრება, თითქოს დაფინანსებას შეგიწყვიტავ და არ ესმის, რომ დაფინანსება არ არის ის საკითხი, რომლის გამოც ოპოზიცია უარს იტყვის არჩეულ სტრატეგიაზე და ეხლა მოიგონეს ის, რაც დიდიხანია მათი მხრიდან მოდის და გვესმის, თითქოს ოპოზიცია აპირებს რაღაც გადატრიალებას და ყველაზე საინტერესო და სასაცილო ამ ამბავში ის არის, რომ მელამ თავისი კუდი მოიყვანა მოწმედ და კობახიძე არის ის, ვინც სუს-ში მივიდა, თითქოს რაღაც ინფორმაცია მიაწოდა. უნდა გაიგოს ამ ადამიანმა, რომ ასეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, ასეთი იაფი მუქარებით და დაშინებით არაფერი მას არ გამოუვა. როგორც ჩანს აქამდე ვერ გაიგო, გაიგებს 8 ნოემბერს და მომდევნო დღეებში“, - განაცხადა კაპანაძემ.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)