20:08 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 13:35:11, 333 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერის ხელმძღვანელობით ერთი დელეგაცია მიემგზავრება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე  პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით,  მხოლოდ ერთი დელეგაცია მიემგზავრება.

როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის  პარალელურ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც  ქალთა გენდერული თანასწორობის საკითხებს მიეძღვნება.

"გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიემგზავრება ერთი დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.იქ არის პარალელური ღონისძიებები, კონფერენციები, რომელზეც ასევე პრეზიდენტია მიწვეული და ის დაესწრება.რაც შეეხება  გაერო-ს გენერალურ ასამბლეას, იქ ორი დელეგაცია არ მიემგზავრება. იქ მიემგზავრება, როგორც უკვე აღვნიშნე, ერთი დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით. აქცენტები გაკეთდება იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს რეგიონს, საქართველოს გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებთნ დაკავშირებით. პრეზიდენტი მონაწილეობას იღებს ქალთა გენდერული თანასწორობის საკითხებზე ორგანიზებულ კონფერენციაში",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics