03:50 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-02 17:00:41, 595 ნახვა

პოლიტიკა
„ლელო“ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

პოლიტიკური პარტია „ლელო“ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა,  ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულია და ლეგიტიმურად არ ცნობენ.

„ჩვენ ვთვლით, რომ არჩევნები არის არალეგიტიმური. ის არის გაყალბებული, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, დღეს იმსჯელა "ლელოს" პოლიტსაბჭომ და "ლელო" არ აპირებს შევიდეს ამ პარლამენტში. ჩვენ არ ვაპირებთ არალეგიტიმურად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმიზაციას. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რომლის შედეგებიც მართლაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება.

ძალიან გვიხარია, რომ ოპოზიციური სპექტრი მთლიანად იზიარებს ამ პოზიციას. ჩვენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ჩვენს ქვეყანაში გაყალბებული არჩევნები ჩატარება და მივიღოთ ნამდვილად ობიექტური, თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები. ჩვენი მიზანია, დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომლის შედეგებიც არ გამოიწვევს არანაირ კითხვის ნიშანს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics