20:19 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-01 11:41:23, 1523 ნახვა

ირაკლი კობახიძე - პროგნოზი, რომ „ქართული ოცნება“ 60%-ს აიღებდა რეალური იყო, თუმცა პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა

პროგნოზი, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დაახლოებით 60 პროცენტს აიღებდა, საკმაოდ რეალური იყო, თუმცა გარკვეულმა ფაქტორებმა, მათ შორის პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს პროგნოზი საკმაოდ რეალური იყო, თუმცა ბოლოდროინდელმა პროცესებმა, დაახლოებით ორკვირიანმა მოვლენების განვითარებამ, გარკვეული ნეგატიური დინამიკა აჩვენა. იყო ორი ძირითადი ფაქტორი. ამაზე ალბათ მოგვიანებით შეგვეძლება, საზოგადოებას ვესაუბროთ. საკმაოდ რეალური იყო პროგნოზი, ბევრად უფრო მაღალი შედეგით, თუმცა გარკვეულმა ფაქტორებმა მოახდინა უარყოფითი გავლენა. მათ შორის, პანდემიამ. რა თქმა უნდა, პანდემიას აქვს ორი ეფექტი. იცით, რომ ინფიცირების შემთხვევები არის გაზრდილი, გარდა ამისა, ეკონიმიკური და სოციალური მდგომარეობაც მცირდება პანდემიის ფონზე, ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ბუნებრივია, ესეც ახდენდა გარკვეულ გავლენას არჩევნების დინამიკაზე, მხარდაჭერის დინამიკაზე. ანუ ეს ფაქტორები იყო, თორემ რეალურად რომ ჩატარებულიყო, დავუშვათ სადღაც თვენახევრის წინ, 60-პროცენტიანი შედეგი იყო აბსოლუტურად რეალური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics