04:53 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 17:21:25, 538 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო - საოლკო კომისიებში 90 საჩივარია შესული, რომლებიც პროცედურულ ხარვეზებს ეხება

საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოვიდა 90 საჩივარი, რომლებიც ძირითადა პროცედურულ ხარვეზებს ეხება - ამის შესახებ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

„საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში არის შესული 90 საჩივარი, რომელიც ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს, მაგალითისთვის, ეს არის წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასწორი შევსება, სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესების დარღვევა და სხვა ტიპის ხარვეზები. თითოეულ საჩივარს კანონით დადგენილ ვადებში საოლქო საარჩევნო კომისიები შეისწავლიან და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას“, - განაცხადა მიქელაძემ.

კენჭისყრის შენობაში, არ ფიქსირდება ფაქტი, რომ ამომრჩევლებს ხმების მიღების სანაცვლოდ თანხებს უხდიან.
„საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრის შენობაში, მსგავსი ფაქტები არ დაფიქსირებულა. ეს სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას",- განაცხადა მიქელაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics