06:56 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-25 17:29:24, 703 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ემიგრაციაში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრები გამართა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებს ონლაინ ფორმატში ხვდებიან.

24-25 ოქტომბერს შეხვედრები გაიმართა  ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ჩეხეთსა და შვედეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებთან. საუბარი ხელისუფლების და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური გუნდის მიერ შესრულებულ სამუშაოს და სამომავლო გეგმებს შეეხო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ პროგრამაზე და პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

"მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. თქვენ დიდი დამსახურება გაქვთ ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების წინაშე. საკვირაო სკოლები და ასოციაციები, რომელიც თქვენი მხარდაჭერით მუშაობს, ემიგრაციაში მყოფი ქართველებისადმი თანადგომა, ეკონომიკური დახმარება, რომელსაც  საქართველოში მყოფ ოჯახებს უწევთ - დასაფასებელია.

საქართველოს, თქვენს სამშობლოს აქვს წარმატებები და მიუხედავად გამოწვევებისა, ჩვენ საერთო ძალისხმევით ვინარჩუნებთ მშვიდობიან განვითარებას და უსაფრთხოებას, ვმართავთ პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრშია ადამიანი და მისი უფლებები. ჩვენ ვდებთ ინვესტიციას განათლებაში, ეკონომიკაში. გვსურს ერთიანი, ძლიერი საზოგადოება და ქვეყანა ავაშენოთ თქვენთან ერთად" - განაცხადა დიასპორასთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.​





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics