|
2020-10-22 02:32:36, 571 ნახვა
სამართალი
ერთ-ერთი მძევალი, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავაა
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მძევალი, რომელიც თავდამსხმელმა მანქანით წაიყვანა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავაა. ვიდეოკადრებში, სავარაუდოდ, სწორედ გალდავა იდგა თავდამსხმელის გვერდით, ფილიალის შენობიდან გამოსვლის დროს. გავრცელებული ინფორმაციით, გალდავამ ერთ-ერთი მძევალი ნებაყოფლობით ჩაანაცვლა. რომელმაც გამტაცებელს ჩანთით თანხა შეუტანა. გალდავამ გამტაცებელთან და სხვა 2 პირთან ერთად, ბანკის მიმდებარე ტერიტორია პიკაპის მარკის ავტომობილით დატოვა. ამ დრომდე უცნობია, რა მიმართულებით წავიდა ავტომობილი. შეგახსენებთ, შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკში 14:27 სთ-ზე, რამდენიმე გასროლის შემდეგ შევიდა. თავდაპირველი ინფორმაციით, მან მძევლად 19 პირი აიყვანა, თუმცა მოგვიანებით შსს-მ განცხადებაში აღნიშნა, რომ მძევლად 43 მოქალაქე იყო აყვანილი.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)