14:22 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 13:50:05, 634 ნახვა

სამართალი
ანა დოლიძე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს

პარტია „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი კამპანიის წევრებზე თვალთვალი მიმდინარეობს, რისთვისაც გამოძიებას კონკრეტულ მტკიცებულებებს წარუდგენს.

„მოვიტანე კონკრეტული სახელები და გვარები, ასევე კონკრეტული ფოტოები, თუ როგორ მიმდინარეობს ჩემი კამპანიის წევრებზე ადევნება, თვალთვალი და ჩაწერა ყველა ჩემი საჯარო შეხვედრის და ამ შეხვედრაზე გამოსული ხალხის. ახლა დამიბარა გამომძიებელმა და მე მასთან მიმაქვს კონკრეტული ახალი ფაქტები: მანქანა, მისი ნომერი, იდენტიფიცირებული პირი, კონკრეტული სახელი-გვარი და მუქარა ჩემს მიმართ. ცხალსახაა, რომ ჩვენ გვჭირდება ამ უწყებიდან პასუხი. რომ გითხრათ, მჯერა გამოიძიებენ ამ საქმესთქო, ასე არ არის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics