|
2020-10-21 12:12:04, 544 ნახვა
სამართალი
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 12 კვების ობიექტი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა
შრომის ინსპექციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 12 კვების ობიექტი 10 ათასი ლარით დააჯარიმა, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა. მისი თქმით, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის სამ ობიექტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. „შრომის ინსპექციამ განახორციელა მონიტორინგი შეზღუდვების აღსრულების მიმართულებით 10 საათიდან გამოვლინდა სამართალდარღვევის 12 ფაქტი, რაზეც შესაბამისი რეაგირება იქნა განხორციელებული და ობიექტები დაჯარიმდნენ 10 ათასი ლარის ოდენობით. ვინაიდან დადგენილებისა და შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას. ჩვენ განმეორებით მოვახდინეთ დაფიქსირება, რომ სამი ობიექტი ჯარიმისდა მიუხედავად მაინც აგრძელებდა გარკვეულ აქტივობებს. ამიტომ, მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სამივე ობიექტის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი გამოძიება“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)