05:06 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-21 13:36:20, 916 ნახვა

სამხედრო
საქართველოში ესტონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი,  გენერალ-ლეიტენანტი რიჰო ტერასი იმყოფება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ესტონეთის დელეგაცია დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღეს. ოფიციალური  დახვედრის ცერემონიას ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი და საპატიო ყარაული აფორმებდა.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, სამხედრო განათლების საკითხები და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.

„ესტონეთის შეიარაღებული ძალები ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ინტენსიური და მჭიდრო კომუნიკაცია  ემსახურება ჩვენი შეიარაღებული ძალების ეფექტიანობის ზრდას, ნატოსთან თავსებადობის მაქსიმალური ნიშნულის მიღწევას. ამავდროულად, ბუნებრივია, როდესაც მეგობარი ქვეყნის მთავარი სამხედრო გყავს ქვეყანაში სტუმრად, იქ სხვა პოლიტიკურ თემებზეც არის საუბარი. საქართველოს ყველაზე დიდი მხარდაჭერა ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან აქვს და გახშირებული ვიზიტები, როგორც ჩვენი, ისე მათი მხრიდან, სწორედ, ამ მეგობრობასა და პარტნიორობას ადასტურებს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ესტონეთის ჩართულობა დადებითად შეაფასა. გენერალური შტაბის უფროსმა ესტონურ მხარეს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე გაწეული მხარდაჭერისთვის და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის შემდეგ ესტონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის დელეგაცია ხვალ ეროვნულ სასწავლო ცენტრ ”კრწანისს”, დავით აღმაშენებლის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსსტც „დელტას“ ესტუმრება. ოფიციალური ვიზიტი 23 სექტემბერს დასრულდება.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics