23:13 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-12 14:08:59, 745 ნახვა

რეგიონი
აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი დასკვნით ეტაპზეა

აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი დასკვნით ეტაპზეა. პროექტის დასრულების შემდეგ, ბათუმსა და ქობულეთში არსებული ნაგავსაყრელები დაიხურება

პროექტი აჭარაში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას, აჭარაში ეკოლოგიური, სოციალური, ტურისტული გარემოს გაუმჯობესებას და ალტერნატიული ენერგიის მიღებას უზრუნველყოფს.

მიმდინარე სამუშაოები ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა. მისი თქმით, პროექტი დასკვნით ეტაპზეა, რაც ნიშნავს იმას, რომ აჭარაში არსებული ყველა უკანონო, გარემოსთან შეუსაბამო ნაგავსაყრელი დაიხურება. „ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ასევე, ტურისტული პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის გვექნება ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ ეკოლოგია ბათუმელებისთვის, აჭარის რეგიონის მცხოვრებლებისთვის"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

პროექტის ფარგლებში ადგილზე თბოელექტროსადგურის  განთავსდება. პროექტი დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(SIDA) მიერ და მისი ღირებულება 7 მლნ ევროს შეადგენს.

ნარჩენების მართვის პროექტი ახალი სანიტარული ნარჩენების მართვის ობიექტის და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას ითვალისწინებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics