|
2020-10-09 16:45:32, 844 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) შორის 9 ოქტომბერს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიცაა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით თანამშრომლობა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორის მხარდაჭერა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით. „ტრეფიკინგი გლობალური დანაშაულია და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა მსხვერპლების დახმარების ნაწილში არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ. მისი თქმით, სააგენტო ცდილობს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში პარტნიორის მხარდაჭერით გააფართოოს მოქმედების არეალი, გაზარდოს მოსახლეობის ცნობიერება, საინფორმაციო კამპანიების წარმართვით და მასალების გავრცელებით, ასევე ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიოს საერთაშორისო სტანდარტს და ა.შ. „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) მუდმივად შეჰქონდა აქტიური წვლილი საქართველოს ეროვნული რეფერირების მექანიზმში ადამიანით ვაჭრობის/ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის კუთხით. მაგალითად, 2020 წელს IOM-მა ტრეფიკინგის სავარაუდო სამი მსხვერპლი გადაამისამართა სააგენტოსთან. სამივე მათგანი იყო წარმოშობით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. IOM კვლავაც გააგრძელებს სააგენტოსთან შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას და იმედოვნებს მიგრანტი ბავშვების დაცვის მიმართულებით საქმიანობის/ხედვის გაფართოებას“, - განაცხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.
ამოღებულია "მეთადონი" - ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფების, რიგი კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ
როიტერი: აშშ ხუთი დიპლომატიური მისიის დახურვას გეგმავს
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)