18:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-06 10:11:12, 546 ნახვა

სამართალი
შსს-ს აკადემიამ ISO 21001:2018 ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის - ISO 21001:2018 ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიიღო. ISO 21001:2018 კატეგორიის სერტიფიკატი საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ვრცელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისთვის სერტიფიკატის მიღების პროცესი განხორციელდა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის - „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობა“ - დაფინანსებითა და მასერტიფიცირებელი ორგანოს - „ბიურო ვერიტას ჯორჯია“ ჩართულობით.

ISO 21001:2018 წარმოადგენს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უახლეს გამოცემას საგანმანათლებლო ორგანიზაციების მენეჯმენტის სისტემების რეგულაციისათვის. აღნიშნული სტანდარტი ორიენტირებულია საგანმანათლებლო ორგანიზაციების მენეჯმენტის სისტემის გაძლიერებაზე, მათი მომსახურებისა და პროდუქტების ხარისხის ამაღლებაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელსაც სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO 21001:2018 სერტიფიკატი გააჩნია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics