18:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-04 10:22:33, 652 ნახვა

სამართალი
პოლიციამ რუისპირში მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი - 1984 წელს დაბადებული დ.ლ. დააკავეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუს“ შსს-მ განუცხადა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, სანადირო თოფიდან გასროლით განზრახ მოკლა თანასოფლელი - 1979 წელს დაბადებული ი.ხ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა. მოწმეთა გამოკითხვებით ირკვევა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ყოფით ნიადაგზე დაწყებული უთანხმოება და ურთიერთშელაპარაკება.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics