|
2020-09-25 17:24:12, 679 ნახვა
სამართალი
განზრახ მკვლელობის ორ ეპიზოდში და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ორ ეპიზოდში და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერლურმა პროკურატურამ განუცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 01 თებერვალს, ი.ა.-მ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში დანით ს.ყ.-ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა. მანვე, იმავე დღეს, განზრახ მოკვლის მიზნით დ.კ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დ.კ. მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დაწყებამდე ი.ა. თავს დაესხა დეტექტივ-გამომძიებელ ვ.ჭ.-ს და სხეულის დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ი.ა. 2020 წლის 01 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის (განზრახ მკვლელობა, (ორი ეპიზოდი)) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ი.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)