16:35 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 17:40:29, 2507 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები მშობლიურ სკოლებში იმყოფებოდნენ

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მშობლიური სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს მიულოცეს.

მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაშტის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, მინისტრის მოადგილემ მშობლიურ სკოლას საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.

კვაშტის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საქართველოს ჰიმნით და სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყო, პირველი ზარი სიმბოლურად პირველკლასელმა ლანა გათენაძემ დარეკა, სკოლაში განათლებას 33 მოსწავლე ღებულობს.

ბათუმის N4 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე ნონა გალოგრე. მინისტრის მოადგილემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მშობლიური სკოლის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს მიულოცა.

მინისტრის მოადგილეები ზურაბ თენიეშვილი და რამაზ ჯინჭარაძე ქ. ბათუმის N1 საჯარო სკოლას ეწვივნენ და სკოლის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics