04:21 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-11 11:09:51, 2955 ნახვა

რეგიონი
ბესარიონ სიმონიშვილი ბორჯომსა და ახალციხეში დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრები გამართა.

სააგენტოს დირექტორმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს როგორც განსახლების, ასევე დასაქმების მიმართულებით არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა.

დევნილების ერთ-ერთ მოთხოვნას საერთო სარგებლობის ფართების დაკანონების საკითხი წარმოადგენდა. ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სააგენტომ საერთო სარგებლობაში არსებული ფართების დევნილთა ამხანაგობებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცესი თბილისში უკვე დაიწყო და ამ მიმართულებით მუშაობა რეგიონებშიც აქტიურად გაგრძელდება.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics