22:16 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 17:35:41, 3457 ნახვა

ეკონომიკა
შოთა გულბანი - ინფლაციის დონე შემცირების ტენდენციით ხასიათდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის, შოთა გულბანის განცხადებით, აგვისტოში თვიური ინფლაცია -0,02% დაფიქსირდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4,8% შეადგინა, რაც ასევე შემცირებული მაჩვენებელია.

მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შედეგს იმკის.

„შედეგი გამოხატულია იმ გარემოებაში, რომ ინფლაციის დონე სებ-ის მიერ განსაზღვრულ მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს უახლოვდება. ვინაიდან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის, პროდუქტებზე ფასების ზრდა მტკივნეულად მოქმედებს, სებ-ის პოლიტიკა, რომ დაიჭიროს ინფლაცია გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით, შეიძლება გამართლებულად მივიჩნიოთ“, - განაცხადა შოთა გულბანმა.

ექსპერტის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ფასების ზრდის ნაწილში ყურადღებას იპყრობს, არის თავად ეკონომიკური აგენტების, მოვაჭრეების ქცევა კრიზისულ პერიოდში, რომელიც ხშირად ეკონომიკურ ლოგიკას არ შეესაბამება.

„მიმდინარე კრიზისულ პერიოდში, იმ დროს როცა ხალხს ნაკლები ფული აქვს დასახარჯად და არც ტურისტები შემოდიან ქვეყანაში, მოვაჭრეები, იმ იმედით, რომ მოგება გაზარდონ ან შეინარჩუნონ, პროდუქტებზე ფასებს, შემცირების ნაცვლად, ზრდიან, რაც არასწორი სტრატეგიაა. არადა მარტივი ლოგიკაა, კრიზისულ პერიოდში გადამხდელუნარიანობა, როგორც წესი, კლებულობს, რა დროსაც გასაყიდი პროდუქტები უფრო ხელმისაწავდომ ფასად უნდა შევთავაზოთ ადამიანებს, შედარებით ნაკლებ მარჟაზე ვიმუშაოთ და გაყიდვებსაც შევინარჩუნებთ“, - განაცხადა შოთა გულბანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics