15:07 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 11:17:50, 5380 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს უშიშროების საბჭო ნავალნის საქმეზე - მოკავშირეებთან ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ რუსეთი დაისაჯოს

„მოკავშირეებთან ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ რუსეთი დაისაჯოს“ , - ასე ეხმაურება აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი, ჯონ ულიოტი, ნავალნის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლას.

მან ეს განცხადადება სოციალურ ქსელში გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის და მან პასუხი უნდა აგოს ამის გამო.

„აშშ ღრმად შეშფოთებულია დღეს მიღებული შედეგებით. ალექსეი ნავალნის მოწამვლა ყოვლად საძრახისი ქმედებაა. რუსეთს წარსულშიც გამოუყენებია ქიმიური ნერვული აგენტი ნოვიჩოკი.

ჩვენ მოკავშირეებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს, იმის მიხედვით, თუ საით წაგვიყვანს სამხილები, და შევუზღუდოთ დაფინანსება მათ საზიანო ქმედებებს.

რუს ხალხს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი შეხედულებები მშვიდობიანად, რაიმე სახის მეთოდით, განსაკუთრებით ქიმიური ნერვული აგენტებით შურისძიების შიშის გარეშე“,  - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics