10:16 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-22 13:47:19, 1905 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ის მამის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

ექსპერტ-კრიმინალისტებმა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ის მამის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.

როგორც ბრალდებული არასრულწლოვნის მამამ, თამაზ ხომახურიძემ "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა საცხოვრებელი ბინიდან მისი კუთვნილი მობილური, კომპიუტერი და თავდაცვის სამინისტროს საბუთი წაიღეს. 

„დღეს 10:00 საათზე მოვიდნენ, წაიღეს ჩემი კომპიუტერი, კუთვნილი მობილური და თავდაცვის სამინისტროს საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ სპეცრაზმში ვმუშაობდი“, - განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

შაქარაშვილის საქმეზე, საერთო ჯამში, 17 პირია დაკავებული. აქედან 6 არასრულწლოვანია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics