10:15 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-19 13:46:27, 1044 ნახვა

სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ სენაკში მომხდარი ძარცვის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სენაკში, 16 აგვისტოს მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი -1998 წელს დაბადებული გ.გ.

აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში - 1937 წელს დაბადებული ქალი გაძარცვა და მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში, სენაკში დააკავა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნაძარცვი ნივთები ამოიღეს, ასევე ამოღებულია 1 ცალი რევოლვერი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ძარცვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია უწყებიერ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics