02:30 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-14 14:56:55, 1276 ნახვა

ეკონომიკა
TI - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მოვუწოდებთ, რომ ყველა ინვესტორისთვის თანაბარი პირობები შექმნას

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ აჭარაში 2019 წელს განხორციელებული ინვესტიციების შესახებ კვლევა მოამზადა.

ორგანიზაციამ შეისწავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, მათ შორის სიმბოლურ ფასად (1 ლარად), პირობიანი და უპირობო აუქციონით გასხვისებული ქონების მესაკუთრეები, პრივატიზაციის საფასური და ინვესტიციების მოცულობა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზისას შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა, რომელთა საფუძველზეც ორგანიზაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მოუწოდებს, რომ ყველა ინვესტორისთვის თანაბარი პირობები შექმნას, საჯარო ინფორმაციის გაცემის დროს იხელმძღვანელოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებით და გაასაჯაროვოს 26 იურიდულ პირთან შეცვლილი პირობებით განახლებული ხელშეკრულებები; მკაცრად დაიცვას ქონების განკარგვის ხელშეკრულების პირობები და იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი არღვევს პირობებს და არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, დაიბრუნოს უზურფუქტის წესით ან სხვა ფორმით გადაცემული ქონება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics